ნიკოლა ლეგროტალიე დაიბადა 1976 წელს, ბარის პროვინციაში . ის უკვე 17 წლის იყო, როცა ბარის რიგებში პირველად ითამაშა. შემდეგ იყო იჯარის წესით ჯერ პისტუაში შემდეგ პრატოში. ბარიში 1998 წელს დაბრუნდა , მაგრამ პირველივე შემოთავაზება მიიღო და თავი ამოყო ფრინავ ვირებში ანუ ვერონის კიევოში. აი სწორედ კიევო იყო გუნდი, სადაც ნიკოლამ თავისი შესაძლებლობები გამოავლინა დადებითი კუთხით. ალბათ გახსოვთ 2000 წელი, კიევოს გადმოსვლა სერია ა–ში და საოცარი პირველი წრე, სწორედ იმ გუნდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ნიკოლა.
2002– წელს ლეგრო ნაკრებშიც მიიწვიეს, მაგრამ რა გასაკვირია კონკურენციას ვერ გაუძლო. მალდინი, ნესტა, კანავარო, მატერაცი, ფერარა, კოსტაკურტა, იულიანო და მრავალი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები.
2003 წელს კი ნიკოლა გადავიდა იუვენტუსში მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაჯდა 8 მილიონი $ და კიდევ 3 ფეხბურთელი მისცა იუვემ კიევოს: ჯუზეპე სკული, მატეო პარო, დანიელე გასკანდელო. პირველი სეზონი ლიპის მეთაურობით კარგად ჩაატარა და 21 თამაშში 2–ჯერ გაიტანა. მოიგო სკუდეტო . შემდეგ გუნდი ფაბიო კაპელომ ჩაიბარა და ლეგროტალიემ 5 თვეში 2 ჯერ ითამაშა და ზამთარში გაანათხოვრეს ბოლონიაში. 2005–2006 წლის სეზონი სიენაში გაატარა და ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა. 2006 წელს იყო კალჩო სკანდალი და იუვე სერია ბ –ში მიაბრძანეს. გუნდი განახევრდა და ლეგროტალიე გუნდში დააბრუნეს. მათ მოიგეს სერია ბ და გადმოვიდნენ უმაღლეს ლიგაში.
2007 წელს იუვე კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა და ნიკოლა ლეგროტალიე გუნდის უცვლელი წევრი იყო. ცენტრში ჯორჯო კიელინის და ნიკოლას კარგი თამაშით იუვემ 14 თამაში 9 ბურთი გაუშვა და იუვემ ლიგის საგზური მოიპოვა. მას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს 2010 წლამდე. შემდეგ გუნდი ჩაიბარა ლუიჯი დელ ნერიმ და მას სათამაშო პრაქტიკა აღარ ქონდა, თანაც მის მიმართ ნდობაც დაკარგეს. აი 2011 წელს ზამთარში მიიღო შემოთავაზება მილანისგან და იგიც უყოყმანოდ დათანხმდა. მართალია ჯერ მას 1 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მისი აზრით იყო მილანის წევრი უკვე მიღწევაა. იუვემ კი ეს ფეხბურთელი არ დააფასა და 7 წლის შემდეგ უსახელოდ წავიდა. ნაკრების კარი მარჩელო ლიპიმ დაუხურა 2010 წელს არადა ბოლო წუთამდე იცოდა , რომ 23 კაციან სიაში იყო. 16 მატჩი და 1 გოლი .
მისი საყვარელი წიგნია ბიბლია , არის ძალიან რელიგიური და ატარებს აქციებს , სადაც ჰომოსექსუალიზმს ცოდვას უწოდებს და აკრიტიკებს ყველა იმ ადამიანს ვინც ამას კარგ ტონად იღებს. გამოცემული აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი და გეგმავს გამოცეს კიდევ ერთი წიგნი.
იმედია წელს კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებს!!!!
ლეგროტალიეს ქალაქი ბარი
View Larger Map
picasa
წყარო