1990 წელს დაარსა პოპ ბენდი ''take that''. ჯგუფმა არსებობა 1996 წელს შეწყვიტა. აი 2010 წელს კი კვლავ შეირიბნენ ძველი მეგობრები. აღსანიშნავია, რომ რობიმ წარმატებას უფრო სოლო კარიერის მეშვეობით მიაღწია და სწორედ ის 14 წელი, რომელიც მარტომ იმოღვაწევა იყო ყველაზე წარმატებული მის კარიერაში.
საოცარია და დაუჯერებელი, მაგრამ ფაქტია რობი ვილიამსის ალბომები მთელი მსოფლიოს მაშტაბით 57 მილიონ ექსემპლარზე მეტი გაიყიდა. იგი ყველაზე გაყიდვადი ,,პროდუქტია'' ლათინურ ქვეყნებში, რომ არ ჩავთვალოთ ადგილობრივი მომღერლები. 6 მისი ალბომი არის დიდი ბრიტანეთის 100 ყველა დროის საუკეთესო გაყიდვად ალბომებში მოწინავე ადგილებს იკავებს. UK Music Hall of Fame მათი აზრით რობი არის ყველაზე დიდი მომღერალი 1990იანი წლების.
1974 წელს დაბადებული რობი კომიკოსი დედის და ბაბუის გამო მუდმივად ჩანდა ტელევიზორში თავის დასთან ერთად. ის მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. უკრავდა გიტარაზე და მთავარი ფეხბურთს თამაშობდა პროფესიონალურ დონეზე. Porte Vale გუნდში, რომელიც დღეს ინგლისის მეორე ლიგაშია. აი აქვე ვიდეო სადაც რობი გოლს იტანს :))
'take that'' მანჩესტერული ბენდი, რომელიც მის ოთხივე წევრს დაეხმარა გამხდარიყვნენ პოპულარულები, მაგრამ ეს შანსი ყველაზე კარგად სუპერ რობიმ გამოიყენა. ამ ჯგუფს მოგებული აქვს ინგლისში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო და ასევე 2ჯერ მოახერხეს MTV-Award მოპოვება.
აი მისი პირადი ცხოვრება კი ყოველთვის ყველაზე საინტერესო იყო რობისთან მიმართებაში . უამრავი ულამაზესი გოგო, ქალი , მანდილოსანი და 2005 წელს სტატია ,,მე ვარ ფარული გეი'' შოკი ყველა მისი თაყვანისმცემელისთვის. ჰაჰა ! მართლა ხო არ დაიჯერეთ ! არა უბრალოდ ეს იყო მისი მორიგი დადგმული შოუ , რათა კიდევ უფრო გაეზარდა თავისი პოპულარობა. აი მისი მეგობარი და მომღერალი მაქს ბისლი ამბობს , რომ რობიზე ნაკლებად ქალური არავინ არ არის :) ამით ამ ჭორსაც წერტილი დაესვა.
დღეს კი რობი დაუბრუნდა ჯგუფს და შექმნა მორიგი ჰიტი . აი სწორედ ამ ჰიტით გავაცილოთ Super Robbie!
წყარო
No comments:
Post a Comment