Showing posts with label მსახიობები. Show all posts
Showing posts with label მსახიობები. Show all posts

Monday, March 28, 2011

მონიკა ბელუჩი

 მონიკა ბელუჩი (იტალ. Monica Anna Maria Bellucci; დ. 30 სექტემბერი 1964,[1] ჩიტა-დი-კასტელო) — იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი. უბრალოდ ულამაზესი, უნაზესი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ზებუნებრივი სილამაზის პატრონი.

მონიკა ბიოგრაფია

მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იყო ჩართული, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი - პროფესიით მხატვარი იყო.
1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლის ასაკიდან იგი Liceo Classico-სთან მუშაობდა მოდელად. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. ამიერიდან მან საბოლოოდ აიღო ხელი იურისტობაზე.
1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმულ იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. ამ დროისთვის იგი პოზიორობდა ისეთი ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა Dolce & Gabbana. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან ELLE. 
2000 წლის შემდეგ ბელუჩის ფოტოსურათები დაიბეჭდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალებში. ამ პერიოდისათვის მან ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია მოდის სფეროში, თუმცა იგი ამით არ კმაყოფილდება. მან გადაწყვიტა კინოში მოესინჯა თავი. საბოლოოდ სწორედ მოდელის კარიერამ მოიყვანა ის კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება.

კარიერა

მას დაახლოებით 50 მდე როლი აქვს შესრულებული და ყველა ფილმს საოცარ სილამაზეს მატებდა და მატებს. აი გასაოცარი პოპულარობა მოუტანა ჯუზეპე ტორნატორეს მალენამ . ეს არის ლეგენდარული ფილმი, სადაც ებრძვიან სილამაზეს და რა გასაკვირია , რომ სილამაზეს ბელუჩი ასრულებს J. ამ ფილმში მკაფიოდ გამოვლინდა ბელუჩის როგორც მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავის ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიან მისტიკური ფილმი - «მგლის საძმო», სადაც ბელუჩისთან ერთად ითამაშა მისმა მეუღლემ ვენსან კასელმა. ერთ წელიწადში მონიკამ მიიღო როლი ისეთ ცნობილ ფილმში როგორიცაა - «ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა», რომელიც იქცა საფრანგეთის ყველაზე უხვშემოსავლიან ფილმად.
ამავე წელს გამოდის გახმაურებული ფილმი «გარდაუვალობა», სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. ფილმი რთული საყურებელი გამოდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ . აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის პრემიერაზე მაყურებელთა უმრავლესობამ დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნით (რაც გამოწვეული იყო მრავალრიცხოვანი ამაზრზენი სცენებით).
მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი «მზის ცრემლები», სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა : «ქრისტეს ვნებანი», «შაითანი», «დახვრიტე ისინი», «უკან არ მოიხედო» და .

ოჯახი

მონიკა ორჯერ არის განათხოვარი. მეორე ქორწინება პირველისგან განსხვავებით წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი ვენსან კასელია . მისგან კი 2 შვილი ჰყავს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.


ბოლოს კი მალენას ტრეილერს დავდებ. იმედია დაგაინტერესებთ და ნახავთ.

Sunday, February 6, 2011

Jim Carrey (ჯიმ ქერი)

 ჯეიმ იუჯინ "ჯიმ" კერი (ინგლ. Jim Carrey; . 17 იანვარი, 1962) არის ორგზის ოქროს გლობუსის მფლობელი კანადელ-ამერიკელიმსახიობი და კომიკოსი.ჯიმ კერი ცნობილი გახდა ფილმებით: ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი (1994) და ეის ვენტურა-როცა ბუნება გიხმობს (1995),ასევე ფილმებით ნიღაბი (1994), მეკაბელე (1996) და მატყუარა,მატყუარა(1997). 1998 და 1999 ჯიმ კერიმ მიიღო ოქროს გლობუსი ფილმებისთვის ტრუმანის შოუ (1998) და ადამიანი მთვარეზე (1999). წარმატებით სარგებლობდა კერის შემდგომი ფილმებიც, ისეთები როგორიცაა: ყოვლისშემძლე ბრიუსი(2003), დიკის და ჯეინის გართობა (2005) და ყოველთვის თქვი დიახ (2008).[ბიოგრაფია
ცხოვრება
ჯიმ კერი კანადის ქალაქ ნიუმარკეტში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა.მისი მშობლები იყვნენ დიასახლისი კეტლინ კერი დამუსიკოსი და ბუღალტერი პერსი კერი. ჯიმს ჰყავს სამი უფროსი და-ძმა: ჯონი, პატრიცია და რიტა.მისი მშობლები რელიგიური აღმსარებლობით კათოლიკეები იყვნენ. დედამისი შოტლანდიელთა შთამომავალი იყო, მამა კი ფრანგი კანადელი.ჯიმი 14 წლის იყო როცა მისი ოჯახი საცხოვრებლად შტატ ონტარიოს ქალაქ სკარბოროში გადავიდა საცხოვრებლად.1 წლის შემდეგ ჯიმი სასწავლებლად გადავიდა ქალაქ ბერლინგტონში და იქ 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და სწავლობდა ელდერშოთისუნივერსტეტში.
კარიერა
კომედია
1979 წელს კერიმ დაიწყო მონაწილეობა ტორონტოს იუკი-იუკის კომედიურ შოუში, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ამ შოუს წამყვანი. 1981 წელს ჯიმი გადავიდა ლოს-ანჯელესში და დაიწყო მუშაობა კომედი სთორში. სწორედ ამის შემდეგ მიაქციეს ყურადღება ჯიმ კერის ტელევიზიებმა და 1981 წელს ის შეუერთდა NBC-ის პოპულარული შოუს შაბათ ღამეს პირდაპირ ეთერში სცენარისტთა ჯგუფს. 1983 წლამდე იგი ასრულებდა ეპიზოდურ როლებს სხვადასხვა ფილმებში.
[რედაქტირება]ფილმები
ჯიმმა პირველი დიდი როლი მიიღო ფილმში კუპერის მთები. 90-იან წლებამდე მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფილმში. პირველი დიდი წარმატება კი კერის მოუტანა ფილმმა ეის ვენტურა-ცხოველების დეტექტივი.მიუხედავად კრიტიკოსთა მხრიდან ფილმის დაბალი შეფასებისა, ჯიმ კერი მალე იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ახალგახრდა მსახიობად. იმავე წელს გამოვიდა ფილმები ნიღაბი და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგი, რომლებმაც კიდევ უფრო გაზარდა კერის პოპულარობა.კრიტიკოსებმა დაიწუნეს კერის მომდევნო ფილმი მეკაბელე, თუმცა მან მალევე მოახდინა რეაბილიტაცია ფილმით მატყუარა,მატყუარა. ჯიმს კრიტიკოსთა აღიარება მოუტანა ფილმებმა ტრუმანის შოუ და ადამიანი მთვარეზე. ტრუმანის შოუმ გაიმარჯვა ოსკარის სამ ნომინაციაში, თავად ჯიმ კერიმ კი ამ ფილმისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. 1999 წელს მან შეასრულა კომიკოს ენდი კაუფმანის როლი ფილმში ადამიანი მთვარეზე. მიუხედავად კრიტიკოსთა მაღალი შეფასებისა ფილმი არ იყო ნომინირებული ოსკარზე, სამაგიეროდ ჯიმ კერიმ ზედიზედ მეორედ მიიღო ოქროს გლობუსი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 2003 წელს ჯიმმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში ყოვლისშემძლე ბრიუსი, რომლის მოგებამაც 485 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით გახდა მეორე ყველაზე მომგებიანი კომედია. კერის ბოლო ფილმია მე შენ მიყვარხარ ფილიპ მორის. მანამდე მან შეასრულა მთავარი როლი ფილმში ყოველთვის თქვი დიახ. მან ასევე გაახმოვანა მთავარი პერსონაჟი ჰორტონი ანიმაციურ ფილმში ჰორტონს ესმის (2008) და რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი,მათ შორის მთავარი გმირი სკრუჯი ანიმაციურ ფილმში საშობაო ისტორია (2009). მიუხედავად იმისა რომ ჯიმი ცნობილია თავისი კომიკური როლებით მას ნათამაშები აქვს რამდენიმე სერიოზულ ფილმში, მათ შორისაა ფილმები მაჯესტიკი (2001),ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება (2004), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისწეს და ტრილერი რიცხვი 23 (2007).
პირადი ცხოვრება
ჯიმ კერი არის მეტალ ჯგუფის კანიბალ კორპსის ფანი. 2004 წელს კერიმ მიიღო ...- მოქალაქეობა და ამჟამად ორმაგი მოქალაქეობა აქვს. 1990 წლიდან მისი ოჯახი გახდაპრესბიტერიანიზმის აღმსარებელი. ცნობილია რომ ჯიმს არ უყვარს ამა თუ იმ ფილმების გაგრძელებებში თამაში, რადგან მიაჩნია რომ როლს უკეთ ვეღარ შეასრულებს. ერთადერთი ფილმი რომლის გაგრძელებაშიც კერიმ ითამაშა ეის ვენტურაა. ხოლო ფილმების ნიღაბის, ყოვლისშემძლე ბრიუსის და ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის სიქველებშიმონაწილეობაზე მან უარი განაცხადა.  
]ოჯახი
ჯიმ კერის პირველი მეუღლე იყო კომედი სთორის ოფიციანტი მელისა უომერი. ისინი 1987 წელს დაქორწინდნენ და იმავე წელს ეყოლათ შვილი, ჯეინ ერინი კერი. ჯიმი და მელისა ერთმანეთს 1995 წელს ოფიციალურად დაშორდნენ, რისი მიზეზიც გახდა კერის რომანტიული ურთიერთობა მსახიობ ლორენ ჰოლთან.ჯიმმა ლორენი ჩლუნგი და უფრო ჩლუნგის გადაღებებისას გაიცნო. ისინი 1996 წელს დაქორწინდნენ. თუმცა ამ ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გასტანა. მალევე ჯიმმა დაიწყო შეხვედრა მე,ისევ მე და ირენში თანაპარტნიორ რენე ზელვეგერთან. თუმცა მათი ურთიერთობა 2000 წელს დასრულდა. 2005 წლიდან ჯიმი ხვდებოდა მოდელ ჯენი მაკარტის. 2010 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა დაშორების შესახებ.