Robert Peter "Robbie" Williams დაიბადა ინგლისში , ქალაქ სტოკში. არის მომღერალი, სიმღერების ავტორი და შეიძლება ითქვას ყველაზე მაგარი შოუ–მენი. 1990 წელს დაარსა პოპ ბენდი ''take that''. ჯგუფმა არსებობა 1996 წელს შეწყვიტა. აი 2010 წელს კი კვლავ შეირიბნენ ძველი მეგობრები. აღსანიშნავია, რომ რობიმ წარმატებას უფრო სოლო კარიერის მეშვეობით მიაღწია და სწორედ ის 14 წელი, რომელიც მარტომ იმოღვაწევა იყო ყველაზე წარმატებული მის კარიერაში. საოცარია და დაუჯერებელი, მაგრამ ფაქტია რობი ვილიამსის ალბომები მთელი მსოფლიოს მაშტაბით 57 მილიონ ექსემპლარზე მეტი გაიყიდა. იგი ყველაზე გაყიდვადი ,,პროდუქტია'' ლათინურ ქვეყნებში, რომ არ ჩავთვალოთ ადგილობრივი მომღერლები. 6 მისი ალბომი არის დიდი ბრიტანეთის 100 ყველა დროის საუკეთესო გაყიდვად ალბომებში მოწინავე ადგილებს იკავებს. UK Music Hall of Fame მათი აზრით რობი არის ყველაზე დიდი მომღერალი 1990იანი წლების. 1974 წელს დაბადებული რობი კომიკოსი დედის და ბაბუის გამო მუდმივად ჩანდა ტელევიზორში თავის დასთან ერთად. ის მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. უკრავდა გიტარაზე და მთავარი ფეხბურთს თამაშობდა პროფესიონალურ დონეზე. Porte Vale გუნდში, რომელიც დღეს ინგლისის მეორე ლიგაშია. აი აქვე ვიდეო სადაც რობი გოლს იტანს :))
'take that'' მანჩესტერული ბენდი, რომელიც მის ოთხივე წევრს დაეხმარა გამხდარიყვნენ პოპულარულები, მაგრამ ეს შანსი ყველაზე კარგად სუპერ რობიმ გამოიყენა. ამ ჯგუფს მოგებული აქვს ინგლისში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო და ასევე 2ჯერ მოახერხეს MTV-Award მოპოვება.
რობის აქვს შექმნილი არაერთი მეგა ჰიტი, Feel, Angel, Rudebox, Rock dj და მრავალი სხვა.ჯილდოები იცოცხლეე :)) აი მისი პირადი ცხოვრება კი ყოველთვის ყველაზე საინტერესო იყო რობისთან მიმართებაში . უამრავი ულამაზესი გოგო, ქალი , მანდილოსანი და 2005 წელს სტატია ,,მე ვარ ფარული გეი'' შოკი ყველა მისი თაყვანისმცემელისთვის. ჰაჰა ! მართლა ხო არ დაიჯერეთ ! არა უბრალოდ ეს იყო მისი მორიგი დადგმული შოუ , რათა კიდევ უფრო გაეზარდა თავისი პოპულარობა. აი მისი მეგობარი და მომღერალი მაქს ბისლი ამბობს , რომ რობიზე ნაკლებად ქალური არავინ არ არის :) ამით ამ ჭორსაც წერტილი დაესვა. დღეს კი რობი დაუბრუნდა ჯგუფს და შექმნა მორიგი ჰიტი . აი სწორედ ამ ჰიტით გავაცილოთ Super Robbie!
Steven Tyler(დაიბადაSteven Victor Tallarico; March 26, 1948) არის ამერიკელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი და ბოსტონური როკ ბენდ აეროსმიტის ლიდერი, აეროსმიტში იგი ასევე უკრავს გარმონზე, პიანო–ფორტეზე და დასარტყამებზე. მისი ზედმეტსახელია ,,ყვირილის ეშმაკი’’ და ასევე ცნობილია როგორც ერთ–ერთი ყველაზე ენერგიული და შეუჩერებელი მომღერალი კონცერტის დროს. თავის კონცერტებზე თუ პერფორმანსების შესრულების დროს ის იცვამს ყოველთვის ელეგანტურად და კაშკაშად . ფერადი სამოსები , უამრავი კაშნეები , ორიგინალური ქუდები ეს მეფე სტივენის სტილია.
1970 წელს ტაილერი გახდა აეროსმიტის ვოკალისტი , სწორედ მათთან ერთად გამოუშვა მძიმე როკის ალბომები როგორებიცაა: სათამაშოები სხვენში (Toys in the Attic) , კლდეები (Rocks). 1970 წლების ბოლოს და 1980 წლების დასაწყისში ტაილერი მუდმივად მოიხმარდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და როკ ბენდის პოპულარობამაც იკლო. 1986 მან გაიარა რეაბილიტაციის კურსი და აგერ 20 წელზე მეტია წამალს არ გაკარებია , გარდა 2000 წელს როდესაც ის იყუჩებდა ტკივილებს, ხოლო 2009 წელს წარმატებით გაიკეთა ოპერაცია და ტკივილები საბოლოოდ გაუქრა. აეროსმიტში ჩაგდებული წლების შემდეგ , ტაილერი დაბრუნდა 1980 წლების და 1990ის მიჯნაზე და ზედიზედ , მიყოლებით 3 ალბომი გამოუშვა ერთმანეთზე წარმატებით გაყიდვადი. მუდმივი არდადეგები(Permanent vacation), ტუმბო (Pump) და მიიღეთ გაგებით (Get a Grip). ტაილერი გახდა როკის ხატი და შეუცვლელი ფიგურა როკ სამყაროში. ამის შემდეგ იგი ინტენსიურად ცდილობს სიმღერების სოლოში შესრულებას, ასევე იღებენ რამდენიმე ფილმში, არის სატელევიზიო გადაცემის American Idol–ის ჟიურის წევრი , თუმცა ამასთანავე იგი აგრძელებს მუსიკის ჩაწერებს და ასრულებს სიმღერებს აეროსმიტთან ერთად. იგი უკვე 40 წელზე მეტია ჯგუფის წევრი. იგი ახლახან შევიდა Rolling Stone-ის ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორის. იგი ასევე 3 ადგილს იკავებს Hit Parader’s Top 100 Metal Vocalists შორის, მას მხოლოდ რობერტ პლანტი(Led Zeppelin) და რობ ჰალფორდი (Black Sabbath) უსწრებენ. მის უკან ისეთი მომღერლები არიან როგორებიცაა ფრედი მერკური , მიკ ჯაგერი, ოზი ოზბორნი, კურტ კობეინი და მრავალი სხვა.
ადრეულიასაკი 1948–1969
სტივენ ვიქტორ ტალარისო დაიბადა ბუღალტერისა და კლასიკური მუსიკოსის ოჯახში. მისი მამა წარმოშობით იყო იტალო–გერმანელი , დედა პოლონელ, რუს , ინგლისელი. სტივენი აღნიშნავს რომ იგი გაიზარდა მამის პიანინოს მუსიკის თანხლებით, სწორედ აქედან მოყოლებული აჟრიალებს ჟღერადი მუსიკის გაგონებაზე. სტივენი მხოლოდ 16 იყო როდესაც პირველი ბენდი შექმნა ჯაჭვური რეაქცია(Chain Reaction), სადაც იგი იყო დრამერი , შემდეგ კი ვოკალისტი. იგი გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლიდან ნარკოტიკების მოხმარებისთვის. მან წარმატებით დაამთავრა ლეონარდ ქუინტანოს ახალგაზრდა პროფესიონალების სკოლა 1967 წელს.
კარიერა
აეროსმიტის შექმნა და წარმატება (1970–1978)
სანამ აეროსმიტი შეიქმნებოდა სტივენმა დაწერა სიმღერა Dream on, შემდგომში ბენდის ბრენდად იქცა . 1969წელს იგი იმყოფებოდა როკის სიმპოზიუმზე , სადაც შეხვდა თავის მომავალ პარტნიორებს Joe Perry and Tom Hamilton. ამის შემდეგ მათ დაიმატეს ტაილერის ბავშვობის მეგობარი Joey Kramer მეორე გიტარისტად. შემდგომ ისინი დასახლდნენ ბოსტონში და იქირავეს პატარა ბინა , სადაც წერდნენ სიმღერებსა თუ მუსიკას.
ბოსტონური კლუბების შემდეგ აეროსმიტი აღმოაჩინა ცნობილმა პროდიუსერმა და მენეჯერმა Steve Leber-მა რომელმაც განაცხადა რომ ასე ერთ მუშტად შეკრული ჯგუფი არ უნახავს. 1971 წელს ნიუ–იორკის ლეგენდარულ ღამის კლუბში შეასრულეს თავიანთი პერფორმანსები და აღფრთოვანებაში მოიყვანეს იქ მყოფი ხალხი. 1971 წელს კონტრაქტი დადეს კოლუმბია რეკორდსთან და 1973 წელს გამოუშვეს პირველი ალბომი , ხოლო ერთ წელში მეორეც: აიღეთ თქვენი ფრთები (Get Your Wings). ამავე დროს აეროსმიტი აგრძელებდა ტურნეს იქ სადაც ხელი მიუწვდებოდათ. მათი პირველი ჰიტი იყო Dream on , რომელმაც 1973 წელს დაიკავა N59. ამის შემდეგ კიდევ ორი ალბომი და აეროსმიტმა მიაღწია დიდების ოლიმპოს . მათი ჰიტები მუდმივად იკავებდნენ ამერიკულ ჰიტ აღლუმებში მაღალ პოზიციებს.
აეროსმიტის რეიტინგის დაცემა
რეიტინგის დაცემის მიზეზი იყო ტურნეები, ჩაწერები, ერთად ცხოვრება და ნარკოტიკების მოხმარება. პერი და ტაილერი იწოდნენ ტოქსიკურ ტყუპებად, რადგანაც უზომოდ ბევრ ჰეროინს ეწეოდნენ და ეს მათ არ თიშავდათ. ამის შემდეგ მათ მოუვიდათ კამათი და პერიმ თავისი ჯგუფი შექმნა . ტაილერმა აეროსმიტში ახალი პარტნიორი კრესპო მიიღო და გამოუშვა ალბომი: როკი მძიმე ადგილას (Rock in a Hard Place). ტაილერის ნარკომანობა უკვე ამაზრზენი და პრობლემატური ხდებოდა 1980იან წლებში.
დაბრუნება და კათარზისი
1984 წლის 14 თებერვალს ტაილერმა დაურეკა პერის რათა დაბრუნებულიყო ჯგუფში და იგიც უყოყმანოდ დათანხმდა . ისევ იქცა აეროსმიტის N1 გიტარისტად. ბენდის წევრები განაგრძობდნენ ნარკოტიკების მოხმარებას და ერთ კონცერტზე ილინოისის შტატში ტაილერი სცენიდან გადავარდა . ამის შემდეგ კი სტივენმა ჩაიტარა სრული რეაბილიტაციის კურსი და განთავისუფლდა ნარკოტიკებისაგან. ამან ჯაჭვური რეაქცია მოახდინა და აეროსმიტის ყველა წევრმა გაიარა ანალოგიური კურსი. 1986 წელს ამერიკაში მათ როკის ანგელოზები უწოდეს , რადგანაც არა ნარკომანი როკერები უიშვიათესი შემთხვევა იყო.
საოცარი განწმენდა და სუპერვარსკვლავად ყოფნა 1986–1999
აეროსმიტის აღორძინება დაიწყო მას შემდეგ რაც სტივენი და პერი შეხვდნენ Run–D.M.C ჰიპ–ჰოპის ჯგუფს და აეროსმიტის ,,Walk This Way’’–ის სინგლი 1986 წელს მოიცავდა კომბინირებულ ელემენტებს რეპისა და როკის. ამით მათ პირველებმა დაარღვიეს ბარიერი ამ ორ ჟანრს შორის და რეპი შევიდა მათ რეპერტუარში, რათა ახალგაზრდა თაობისათვის გაეცნოთ თავიანთი ჯგუფი. ამ ჰიტმა დაიკავა N4 ჩატებში . ეს იყო მანიშნებელი იმისა რომ აეროსმიტი დაბრუნდა წარმატებულად. 1987 წელს გამოვიდა მორიგი ალბომი პერმანენტული არდადეგები. ამ ალბომმა მიიღო პლატინის ჯილდო, რადგანაც 20 საუკეთესო სიმღერებს შორის 3 ამ ალბომის და ამ ჯგუფის შემოქმედება იყო.( ("Dude (Looks Like a Lady)", "Angel", and "Rag Doll").
ასეთი წარმატების შემდგეგ MTV მუდმივად ატრიალებდა მათ შემოქმედებებს და ტაილერის სახელი უკვე სუპერვარსკვლავს ნიშნავდა. იგი ერთ სკეტჩში გადაიღეს შაბათის შოუს 1990 წელს და ის მომენტი ითვლება ამერიკული შაბათის შოუების ყველა დროის საუკეთესო მომენტად. სტივ ტაილერი ერთ–ერთი პირველია , რომლის პროტოტიპიც შექმნეს სიმსონების ერთ სერიაში. იმავე 1990 წელს ჯგუფმა მიიღო $30მილიონი ჩანაწერების გაყიდვით. 15 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა მხოლოდ 4 სინგლის. (Livin' on the Edge", "Cryin'", "Amazing", "Crazy"). აეროსმიტმა მიიღო ყველაზე მეტი ჯილდო იმ დროს . ორი გრემი, 4 MTV Video Music Awards, two American Music Awards, a People's Choice award, and a Billboard Award. ბენდი კიდევ უფრო ცნობილი გახდა თავისი ვიდეოებით , რომელიც ნადვილად ყველაზე ორიგინალური და საინტერესო სანახავია.
სტივენ ტაილერის ყველაზე ცხელი ჰიტი და პოპულარული გამოვიდა 1998 წელს I Don't Want to Miss a Thing , რომელიც ლეგენდარული ფილმის არმაგედონის საუნდ–ტრეკად იქცა და სწორედ აქედან გახდა მთელს მსოფლიოში ცნობილი. ცნობისათვის ამ ფილმში მთავარ როლს მისი ქალიშვილი ლივ ტაილერი ასრულებს.
წარმატებისა და ტურნეების გაგრძელება 2000–2008
2001 წელს მან გამოუშვა ახალი ალბომი Just Push Play, რომელიც გახდა Top 10 hit–ის 7 ადგილოსანი. 2001 წლიდან 2008 წლის ჩათვლით აეროსმიტი აწყობდა ტურნეებს , მათ შორის მათ კონცერტი ჰქონდათ 11 სექტემბრის თავდასხმის დროსაც ვაშინგტონში და სტივენი აფრიალებდა ამერიკის დროშას. 2008 წელს მან Dream on და Sweet emotion–ის ახლებური ვარიანტი შექმნა ორკესტრთან ერთად. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ არ ყოფილა აეროსმიტის კონცერტი სადაც თუნდაც ერთი თავისუფალი ადგილი ყოფილიყოს.
დღევანდელი სიტუაცია
დღეს სტივენ ტაილერი არის ამერიკული სატელევიზიო პროექტის American Idol-ის ჟიური. ასევე დაკავებულია აეროსმიტთან ერთად ახალი სიმღერების დაწერითა და შესრულებით. იგი მუშაობს ავტობიოგრაფიულ წიგნზე,, Does the Noise in My Head Bother You?’’, რომელიც მაისში გამოვა .