Showing posts with label ფეხბურთელები. Show all posts
Showing posts with label ფეხბურთელები. Show all posts

Saturday, April 16, 2011

ნიკოლა ლეგროტალიე

 ნიკოლა ლეგროტალიე დაიბადა 1976 წელს, ბარის პროვინციაში . ის უკვე 17 წლის იყო, როცა ბარის რიგებში პირველად ითამაშა. შემდეგ იყო იჯარის  წესით ჯერ პისტუაში შემდეგ პრატოში. ბარიში 1998 წელს დაბრუნდა , მაგრამ პირველივე  შემოთავაზება მიიღო და თავი ამოყო ფრინავ ვირებში ანუ ვერონის კიევოში. აი  სწორედ კიევო იყო გუნდი, სადაც ნიკოლამ თავისი შესაძლებლობები გამოავლინა დადებითი კუთხით. ალბათ გახსოვთ 2000 წელი, კიევოს გადმოსვლა სერია ა–ში და  საოცარი პირველი წრე, სწორედ იმ გუნდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ნიკოლა.
 2002– წელს ლეგრო ნაკრებშიც  მიიწვიეს, მაგრამ რა გასაკვირია კონკურენციას ვერ გაუძლო. მალდინი, ნესტა, კანავარო, მატერაცი, ფერარა, კოსტაკურტა, იულიანო და მრავალი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები.
2003 წელს კი ნიკოლა გადავიდა იუვენტუსში მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაჯდა 8 მილიონი $ და კიდევ 3 ფეხბურთელი მისცა იუვემ კიევოს: ჯუზეპე სკული, მატეო პარო, დანიელე გასკანდელო.  პირველი სეზონი ლიპის მეთაურობით კარგად ჩაატარა და 21 თამაშში 2–ჯერ გაიტანა. მოიგო სკუდეტო . შემდეგ გუნდი ფაბიო კაპელომ ჩაიბარა და ლეგროტალიემ  5 თვეში 2 ჯერ ითამაშა და ზამთარში გაანათხოვრეს ბოლონიაში. 2005–2006 წლის სეზონი სიენაში გაატარა და ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა. 2006 წელს იყო კალჩო სკანდალი და იუვე სერია ბ –ში მიაბრძანეს. გუნდი განახევრდა და ლეგროტალიე გუნდში დააბრუნეს. მათ მოიგეს სერია ბ და გადმოვიდნენ უმაღლეს ლიგაში.
2007 წელს იუვე კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა და ნიკოლა ლეგროტალიე გუნდის უცვლელი წევრი იყო. ცენტრში  ჯორჯო კიელინის და ნიკოლას კარგი თამაშით იუვემ 14 თამაში 9 ბურთი გაუშვა და იუვემ ლიგის საგზური მოიპოვა. მას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს 2010 წლამდე. შემდეგ გუნდი ჩაიბარა ლუიჯი დელ ნერიმ და მას სათამაშო პრაქტიკა აღარ ქონდა, თანაც მის მიმართ ნდობაც დაკარგეს. აი 2011 წელს ზამთარში მიიღო შემოთავაზება მილანისგან  და იგიც უყოყმანოდ დათანხმდა. მართალია ჯერ მას 1 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მისი აზრით იყო მილანის წევრი უკვე მიღწევაა. იუვემ კი ეს ფეხბურთელი არ დააფასა და 7 წლის შემდეგ  უსახელოდ  წავიდა.  ნაკრების კარი მარჩელო ლიპიმ დაუხურა  2010 წელს არადა ბოლო წუთამდე იცოდა , რომ 23 კაციან სიაში იყო. 16 მატჩი და 1 გოლი  .
მისი საყვარელი  წიგნია ბიბლია , არის ძალიან რელიგიური და ატარებს აქციებს , სადაც ჰომოსექსუალიზმს ცოდვას უწოდებს და აკრიტიკებს ყველა იმ ადამიანს ვინც ამას კარგ ტონად იღებს. გამოცემული აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი და გეგმავს გამოცეს  კიდევ ერთი წიგნი. 
 იმედია წელს კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებს!!!! 



ლეგროტალიეს ქალაქი ბარი




View Larger Map
picasa



წყარო

Thursday, March 24, 2011

პაოლო მალდინი (Paolo Maldini)

პაოლო მალდინი (Paolo Maldini)
 ,,რატომ პაოლო?– იმიტომ რომ საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.’’– კაიზერ ფრანცი.
რაული: ,,მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მალდინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა’’
კარლო ანჩელოტი: ,,პაოლოს დარი ფეხბურთელის ყოლა მოედანზე უკვე უპირატესობად მიმაჩნია. მისი პროფესიონალიზმი შეუფასებელია’’
–ალბათ მასზე გამონათქვამების მოძიება და ნახვა უსასრულოდ შეიძლება. ამიტომაც მხოლოდ ამ სამი ადამიანის შეფასებით შემოვიფარგლები.  ახლა გადავხედოთ პაოლოს ცხოვრებას და მის ფანტასტიურ კარიერას.
პაოლო მალდინი დაიბადა 1968 წლის 26 ივნისს, რა გასაკვირია რომ მილანში J. მისი მამა ჩეზარე ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი იყო, მილანის კაპიტანი და იტალიის ნაკრების უცვლელი წევრი. ამიტომაც გასაკვირი არ იყო რომ მის შვილსაც მოუნდა ფეხბურთელობა. ამიტომაც იგი მიიყვანეს მილანის აკადემიაში , სადაც 10 წელი გაატარა და 16 წლის მალდინი უკვე პირველ გუნდში გადაიყვანეს.
იმ დროს მილანში სილვიო ბერლუსკონის ეპოქა იდგამდა ფეხს და მილანსაც ახალი გამოწვევები და მიზნები ჰქონდა , რა თქმა უნდა უფრო ამბიციური. ამიტომაც დონ სილვიომ უამრავი სუპერვარსკვლავი შეიძინა და გუნდში სამუშაოდ არიგო საკი მიიწვია და წარმატებაც არ დაახანა. 1987–1988 წელს სკუდეტო , ხოლო მომდევნო სეზონში ახალგაზრდა პაოლომ და მილანმა ჩემპიონთა თასი , ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასიც მოიპოვეს. ეს კი პაოლოს დიადი კარიერის მხოლოდ დასაწყისი იყო.                             შემდგომ არიგო საკიმ  დატოვა პოსტი, რადგანაც იტალიის ნაკრებში უხმეს გუნდს ფაბიო კაპელო ჩაუდგა სათავეში და საკის მფრინავი მილანიდან შექმნა უძლეველი მილანი. ფაბიო კაპელომ მილანში ჩანაფიქრის ასი პროცენტით განხორციელება შეძლო, გუნდის დაცვა კი სალ კლდედ აქცია. ფრანკო ბარეზის, პაოლო მალდინის, ალესანდრო კოსტაკურტასა და მაურო ტასოტის დაცვის ოთხეული თამამად შეგვძლია მივიჩნიოთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დაცვად. კაპელოსთან ერთად პაოლომ მოიგო 2 ჩემპიონთა თასი , 4 სკუდეტო და ორი ევროპის სუპერთასი. ფეხბურთის ისტორიაში პირველად 1994 წელს "უორლდ სოკერმა" მცველი მალდინი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 
ასეთი საოცარი ტიტულების შემდეგ მილანში თაობათა ცვლა დაიწყო . გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა წარმატების მოპოვებას. კაპელო გუნდიდან წავიდა და მილანი ვეღარ ახერხებდა ტიტულების მოგებას. თუმცა იმ დროისთვის უკვე კაპიტან პაოლოს კლუბის დატოვება არც უფიქრია. 1996 წელს გუნდი ძაკერონიმ ჩაიბარა, რომელმაც პაოლოს საშუალება მისცა დაცვასა და შეტევაზე ერთნაირად ეფიქრა. იმ წელს მალდინიმ არაერთი საგოლე პასი მიითვალა და გოლების გატანაც მოახერხა. სეზონის მეორე ნახევარში მილანმა წაუგებელი მატჩების სერია დაიწყო და საბოლოოდ ჩემპიონატის მოგებაც შეძლო. მალდინისთვის ეს უკვე მეხუთე სკუდეტო იყო.
ამის შემდგომ ფეხბურთს თავი ფრანკო ბარეზიმ დაანება და მილანის კაპიტანი ყველასათვის მოსალოდნელად პაოლო მალდინი გახდა . უკვე მეორე მალდინების ოჯახიდან და ვინ იცის შეიძლება არა უკანასკნელიც. აი აქ კი მილანში მართლაც სხვა ეპოქა შეიქმნა. გუნდი ჩაიბარა ექს მილანელმა კარლო ანჩელოტიმ . გუნდში მოვიდნენ ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, კახა კალაძე და მრავალი სხვა. შედეგმა არც ახლა დაახანა და პაოლომ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული კაპიტნის რანგში 2002–2003 წლის გათამაშებაში დაიმსახურა დაამარცხა რა იტალიური იუვენტუსი. შემდეგ წელს სკუდეტოც აღმართა. 2005 წელს მან ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა ლივერპულს , მაგრამ ეს ვერაფერი დიდი ნუგეში. მილანმა მოგებული ტიტული გადაულოცა ლივერპულს. მაგრამ დადგა 2007 წელი და რევანში შედგა. 2:1 ფილიპო ინძაგის დუბლის წყალობით მილანმა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო. მალდინისთვის კი ეს იყო 5 ლიგა . ასეთი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის. 
2009 წელს მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა. წავიდა ნამდვილად ძალიან ამაყად. მან საუკუნის მეოთხედი მილანს შესწირა და 25 დაუვიწყარი სეზონი აჩუქა ფეხბურთის გურმანებს. კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამიერიდან სამნომრიანი მაისურით აღარავინ იასპარეზებს. ამ ნომერს მიიღებს მხოლოდ პაოლოს შვილი თუ ის მილანში დაიწყებს თამაშს.
სამწუხაროა, რომ მალდინიმ ვერ მოახერხა ნაკრებთან ერთად ანალოგიური წარმატების მიღწევა. მან მხოლოდ ვერცხლის მედლები მიიღო. მას ნაკრებში 126 თამაში აქვს ჩატარებული და ეს იყო რეკორდი სანამ კანავარომ არ გააუმჯობესა. 
ფაქტი ერთია პაოლო მალდინი არის ადამიანი, რომელიც ყველასათვის მისაბაძია და ალბათ წარმოუდგენლად ჩანს როცა ადამიანი 25 წელი მუხლმოუხრელად  შრომობ. Forza Paolo!!!





View Larger Map მალდინები მოდგმით მილანჩი ცოვრობენ :")))


წყარო