Thursday, March 24, 2011

პაოლო მალდინი (Paolo Maldini)

პაოლო მალდინი (Paolo Maldini)
 ,,რატომ პაოლო?– იმიტომ რომ საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.’’– კაიზერ ფრანცი.
რაული: ,,მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მალდინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა’’
კარლო ანჩელოტი: ,,პაოლოს დარი ფეხბურთელის ყოლა მოედანზე უკვე უპირატესობად მიმაჩნია. მისი პროფესიონალიზმი შეუფასებელია’’
–ალბათ მასზე გამონათქვამების მოძიება და ნახვა უსასრულოდ შეიძლება. ამიტომაც მხოლოდ ამ სამი ადამიანის შეფასებით შემოვიფარგლები.  ახლა გადავხედოთ პაოლოს ცხოვრებას და მის ფანტასტიურ კარიერას.
პაოლო მალდინი დაიბადა 1968 წლის 26 ივნისს, რა გასაკვირია რომ მილანში J. მისი მამა ჩეზარე ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი იყო, მილანის კაპიტანი და იტალიის ნაკრების უცვლელი წევრი. ამიტომაც გასაკვირი არ იყო რომ მის შვილსაც მოუნდა ფეხბურთელობა. ამიტომაც იგი მიიყვანეს მილანის აკადემიაში , სადაც 10 წელი გაატარა და 16 წლის მალდინი უკვე პირველ გუნდში გადაიყვანეს.
იმ დროს მილანში სილვიო ბერლუსკონის ეპოქა იდგამდა ფეხს და მილანსაც ახალი გამოწვევები და მიზნები ჰქონდა , რა თქმა უნდა უფრო ამბიციური. ამიტომაც დონ სილვიომ უამრავი სუპერვარსკვლავი შეიძინა და გუნდში სამუშაოდ არიგო საკი მიიწვია და წარმატებაც არ დაახანა. 1987–1988 წელს სკუდეტო , ხოლო მომდევნო სეზონში ახალგაზრდა პაოლომ და მილანმა ჩემპიონთა თასი , ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასიც მოიპოვეს. ეს კი პაოლოს დიადი კარიერის მხოლოდ დასაწყისი იყო.                             შემდგომ არიგო საკიმ  დატოვა პოსტი, რადგანაც იტალიის ნაკრებში უხმეს გუნდს ფაბიო კაპელო ჩაუდგა სათავეში და საკის მფრინავი მილანიდან შექმნა უძლეველი მილანი. ფაბიო კაპელომ მილანში ჩანაფიქრის ასი პროცენტით განხორციელება შეძლო, გუნდის დაცვა კი სალ კლდედ აქცია. ფრანკო ბარეზის, პაოლო მალდინის, ალესანდრო კოსტაკურტასა და მაურო ტასოტის დაცვის ოთხეული თამამად შეგვძლია მივიჩნიოთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დაცვად. კაპელოსთან ერთად პაოლომ მოიგო 2 ჩემპიონთა თასი , 4 სკუდეტო და ორი ევროპის სუპერთასი. ფეხბურთის ისტორიაში პირველად 1994 წელს "უორლდ სოკერმა" მცველი მალდინი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 
ასეთი საოცარი ტიტულების შემდეგ მილანში თაობათა ცვლა დაიწყო . გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა წარმატების მოპოვებას. კაპელო გუნდიდან წავიდა და მილანი ვეღარ ახერხებდა ტიტულების მოგებას. თუმცა იმ დროისთვის უკვე კაპიტან პაოლოს კლუბის დატოვება არც უფიქრია. 1996 წელს გუნდი ძაკერონიმ ჩაიბარა, რომელმაც პაოლოს საშუალება მისცა დაცვასა და შეტევაზე ერთნაირად ეფიქრა. იმ წელს მალდინიმ არაერთი საგოლე პასი მიითვალა და გოლების გატანაც მოახერხა. სეზონის მეორე ნახევარში მილანმა წაუგებელი მატჩების სერია დაიწყო და საბოლოოდ ჩემპიონატის მოგებაც შეძლო. მალდინისთვის ეს უკვე მეხუთე სკუდეტო იყო.
ამის შემდგომ ფეხბურთს თავი ფრანკო ბარეზიმ დაანება და მილანის კაპიტანი ყველასათვის მოსალოდნელად პაოლო მალდინი გახდა . უკვე მეორე მალდინების ოჯახიდან და ვინ იცის შეიძლება არა უკანასკნელიც. აი აქ კი მილანში მართლაც სხვა ეპოქა შეიქმნა. გუნდი ჩაიბარა ექს მილანელმა კარლო ანჩელოტიმ . გუნდში მოვიდნენ ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, კახა კალაძე და მრავალი სხვა. შედეგმა არც ახლა დაახანა და პაოლომ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული კაპიტნის რანგში 2002–2003 წლის გათამაშებაში დაიმსახურა დაამარცხა რა იტალიური იუვენტუსი. შემდეგ წელს სკუდეტოც აღმართა. 2005 წელს მან ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა ლივერპულს , მაგრამ ეს ვერაფერი დიდი ნუგეში. მილანმა მოგებული ტიტული გადაულოცა ლივერპულს. მაგრამ დადგა 2007 წელი და რევანში შედგა. 2:1 ფილიპო ინძაგის დუბლის წყალობით მილანმა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო. მალდინისთვის კი ეს იყო 5 ლიგა . ასეთი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის. 
2009 წელს მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა. წავიდა ნამდვილად ძალიან ამაყად. მან საუკუნის მეოთხედი მილანს შესწირა და 25 დაუვიწყარი სეზონი აჩუქა ფეხბურთის გურმანებს. კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამიერიდან სამნომრიანი მაისურით აღარავინ იასპარეზებს. ამ ნომერს მიიღებს მხოლოდ პაოლოს შვილი თუ ის მილანში დაიწყებს თამაშს.
სამწუხაროა, რომ მალდინიმ ვერ მოახერხა ნაკრებთან ერთად ანალოგიური წარმატების მიღწევა. მან მხოლოდ ვერცხლის მედლები მიიღო. მას ნაკრებში 126 თამაში აქვს ჩატარებული და ეს იყო რეკორდი სანამ კანავარომ არ გააუმჯობესა. 
ფაქტი ერთია პაოლო მალდინი არის ადამიანი, რომელიც ყველასათვის მისაბაძია და ალბათ წარმოუდგენლად ჩანს როცა ადამიანი 25 წელი მუხლმოუხრელად  შრომობ. Forza Paolo!!!





View Larger Map მალდინები მოდგმით მილანჩი ცოვრობენ :")))


წყარო

No comments:

Post a Comment