მონიკა ბელუჩი (იტალ. Monica Anna Maria Bellucci; დ. 30 სექტემბერი 1964,[1] ჩიტა-დი-კასტელო) — იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი. უბრალოდ ულამაზესი, უნაზესი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ზებუნებრივი სილამაზის პატრონი.
მონიკა ბიოგრაფია
მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იყო ჩართული, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი - პროფესიით მხატვარი იყო.
1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლის ასაკიდან იგი Liceo Classico-სთან მუშაობდა მოდელად. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. ამიერიდან მან საბოლოოდ აიღო ხელი იურისტობაზე.
1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმულ იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. ამ დროისთვის იგი პოზიორობდა ისეთი ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა Dolce & Gabbana. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან ELLE.
2000 წლის შემდეგ ბელუჩის ფოტოსურათები დაიბეჭდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალებში. ამ პერიოდისათვის მან ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია მოდის სფეროში, თუმცა იგი ამით არ კმაყოფილდება. მან გადაწყვიტა კინოში მოესინჯა თავი. საბოლოოდ სწორედ მოდელის კარიერამ მოიყვანა ის კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება.
კარიერა
მას დაახლოებით 50 მდე როლი აქვს შესრულებული და ყველა ფილმს საოცარ სილამაზეს მატებდა და მატებს. აი გასაოცარი პოპულარობა მოუტანა ჯუზეპე ტორნატორეს მალენამ . ეს არის ლეგენდარული ფილმი, სადაც ებრძვიან სილამაზეს და რა გასაკვირია , რომ სილამაზეს ბელუჩი ასრულებს J. ამ ფილმში მკაფიოდ გამოვლინდა ბელუჩის როგორც მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავის ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიან მისტიკური ფილმი - «მგლის საძმო», სადაც ბელუჩისთან ერთად ითამაშა მისმა მეუღლემ ვენსან კასელმა. ერთ წელიწადში მონიკამ მიიღო როლი ისეთ ცნობილ ფილმში როგორიცაა - «ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა», რომელიც იქცა საფრანგეთის ყველაზე უხვშემოსავლიან ფილმად.
ამავე წელს გამოდის გახმაურებული ფილმი «გარდაუვალობა», სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. ფილმი რთული საყურებელი გამოდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ . აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის პრემიერაზე მაყურებელთა უმრავლესობამ დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნით (რაც გამოწვეული იყო მრავალრიცხოვანი ამაზრზენი სცენებით).
მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი «მზის ცრემლები», სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა : «ქრისტეს ვნებანი», «შაითანი», «დახვრიტე ისინი», «უკან არ მოიხედო» და ა.შ
ოჯახი
მონიკა ორჯერ არის განათხოვარი. მეორე ქორწინება პირველისგან განსხვავებით წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი ვენსან კასელია . მისგან კი 2 შვილი ჰყავს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
ბოლოს კი მალენას ტრეილერს დავდებ. იმედია დაგაინტერესებთ და ნახავთ.
No comments:
Post a Comment