Saturday, April 16, 2011

ნიკოლა ლეგროტალიე

 ნიკოლა ლეგროტალიე დაიბადა 1976 წელს, ბარის პროვინციაში . ის უკვე 17 წლის იყო, როცა ბარის რიგებში პირველად ითამაშა. შემდეგ იყო იჯარის  წესით ჯერ პისტუაში შემდეგ პრატოში. ბარიში 1998 წელს დაბრუნდა , მაგრამ პირველივე  შემოთავაზება მიიღო და თავი ამოყო ფრინავ ვირებში ანუ ვერონის კიევოში. აი  სწორედ კიევო იყო გუნდი, სადაც ნიკოლამ თავისი შესაძლებლობები გამოავლინა დადებითი კუთხით. ალბათ გახსოვთ 2000 წელი, კიევოს გადმოსვლა სერია ა–ში და  საოცარი პირველი წრე, სწორედ იმ გუნდის ერთ–ერთი მამოძრავებელი ძალა იყო ნიკოლა.
 2002– წელს ლეგრო ნაკრებშიც  მიიწვიეს, მაგრამ რა გასაკვირია კონკურენციას ვერ გაუძლო. მალდინი, ნესტა, კანავარო, მატერაცი, ფერარა, კოსტაკურტა, იულიანო და მრავალი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები.
2003 წელს კი ნიკოლა გადავიდა იუვენტუსში მისი ტრანსფერი ძალიან ძვირი დაჯდა 8 მილიონი $ და კიდევ 3 ფეხბურთელი მისცა იუვემ კიევოს: ჯუზეპე სკული, მატეო პარო, დანიელე გასკანდელო.  პირველი სეზონი ლიპის მეთაურობით კარგად ჩაატარა და 21 თამაშში 2–ჯერ გაიტანა. მოიგო სკუდეტო . შემდეგ გუნდი ფაბიო კაპელომ ჩაიბარა და ლეგროტალიემ  5 თვეში 2 ჯერ ითამაშა და ზამთარში გაანათხოვრეს ბოლონიაში. 2005–2006 წლის სეზონი სიენაში გაატარა და ბრწყინვალე თამაშები ჩაატარა. 2006 წელს იყო კალჩო სკანდალი და იუვე სერია ბ –ში მიაბრძანეს. გუნდი განახევრდა და ლეგროტალიე გუნდში დააბრუნეს. მათ მოიგეს სერია ბ და გადმოვიდნენ უმაღლეს ლიგაში.
2007 წელს იუვე კლაუდიო რანიერიმ ჩაიბარა და ნიკოლა ლეგროტალიე გუნდის უცვლელი წევრი იყო. ცენტრში  ჯორჯო კიელინის და ნიკოლას კარგი თამაშით იუვემ 14 თამაში 9 ბურთი გაუშვა და იუვემ ლიგის საგზური მოიპოვა. მას კონტრაქტი გაუხანგრძლივეს 2010 წლამდე. შემდეგ გუნდი ჩაიბარა ლუიჯი დელ ნერიმ და მას სათამაშო პრაქტიკა აღარ ქონდა, თანაც მის მიმართ ნდობაც დაკარგეს. აი 2011 წელს ზამთარში მიიღო შემოთავაზება მილანისგან  და იგიც უყოყმანოდ დათანხმდა. მართალია ჯერ მას 1 თამაში აქვს ჩატარებული, მაგრამ მისი აზრით იყო მილანის წევრი უკვე მიღწევაა. იუვემ კი ეს ფეხბურთელი არ დააფასა და 7 წლის შემდეგ  უსახელოდ  წავიდა.  ნაკრების კარი მარჩელო ლიპიმ დაუხურა  2010 წელს არადა ბოლო წუთამდე იცოდა , რომ 23 კაციან სიაში იყო. 16 მატჩი და 1 გოლი  .
მისი საყვარელი  წიგნია ბიბლია , არის ძალიან რელიგიური და ატარებს აქციებს , სადაც ჰომოსექსუალიზმს ცოდვას უწოდებს და აკრიტიკებს ყველა იმ ადამიანს ვინც ამას კარგ ტონად იღებს. გამოცემული აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი და გეგმავს გამოცეს  კიდევ ერთი წიგნი. 
 იმედია წელს კიდევ ერთ სკუდეტოს მოიგებს!!!! 



ლეგროტალიეს ქალაქი ბარი




View Larger Map
picasa



წყარო

Monday, April 11, 2011

რობი ვილიამსი Robert Peter "Robbie" Williams

 Robert Peter "Robbie" Williams დაიბადა ინგლისში , ქალაქ სტოკში. არის მომღერალი, სიმღერების ავტორი და შეიძლება ითქვას ყველაზე მაგარი შოუ–მენი.
1990 წელს დაარსა პოპ ბენდი ''take that''. ჯგუფმა არსებობა 1996 წელს შეწყვიტა. აი 2010 წელს კი კვლავ შეირიბნენ ძველი მეგობრები. აღსანიშნავია, რომ რობიმ წარმატებას უფრო სოლო კარიერის მეშვეობით მიაღწია და სწორედ ის 14 წელი, რომელიც მარტომ იმოღვაწევა იყო ყველაზე წარმატებული მის კარიერაში. 
საოცარია და დაუჯერებელი, მაგრამ ფაქტია რობი ვილიამსის ალბომები მთელი მსოფლიოს მაშტაბით 57 მილიონ ექსემპლარზე მეტი გაიყიდა. იგი ყველაზე გაყიდვადი ,,პროდუქტია'' ლათინურ ქვეყნებში, რომ არ ჩავთვალოთ ადგილობრივი მომღერლები. 6 მისი ალბომი არის დიდი ბრიტანეთის 100 ყველა დროის საუკეთესო გაყიდვად ალბომებში მოწინავე ადგილებს იკავებს.   UK Music Hall of Fame მათი აზრით რობი არის ყველაზე დიდი მომღერალი 1990იანი წლების. 
1974 წელს დაბადებული რობი კომიკოსი დედის და ბაბუის გამო მუდმივად ჩანდა ტელევიზორში თავის დასთან ერთად. ის მრავალმხრივ ნიჭიერი იყო. უკრავდა გიტარაზე და მთავარი ფეხბურთს თამაშობდა პროფესიონალურ დონეზე. Porte Vale გუნდში, რომელიც დღეს ინგლისის მეორე ლიგაშია.  აი აქვე ვიდეო სადაც რობი გოლს იტანს :))


'take that'' მანჩესტერული ბენდი, რომელიც მის ოთხივე წევრს დაეხმარა გამხდარიყვნენ პოპულარულები, მაგრამ ეს შანსი ყველაზე კარგად სუპერ რობიმ გამოიყენა. ამ ჯგუფს მოგებული აქვს ინგლისში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო და ასევე 2ჯერ მოახერხეს MTV-Award მოპოვება.

რობის აქვს შექმნილი არაერთი მეგა ჰიტი, Feel, Angel, Rudebox, Rock dj  და მრავალი სხვა.ჯილდოები იცოცხლეე :)) 
აი მისი პირადი ცხოვრება კი ყოველთვის ყველაზე საინტერესო იყო რობისთან მიმართებაში . უამრავი ულამაზესი გოგო, ქალი , მანდილოსანი და 2005 წელს სტატია ,,მე ვარ ფარული გეი'' შოკი ყველა მისი თაყვანისმცემელისთვის. ჰაჰა ! მართლა ხო არ დაიჯერეთ ! არა უბრალოდ ეს იყო მისი მორიგი დადგმული შოუ , რათა კიდევ უფრო გაეზარდა თავისი პოპულარობა. აი მისი მეგობარი და მომღერალი მაქს ბისლი ამბობს , რომ რობიზე ნაკლებად ქალური არავინ არ არის :) ამით ამ ჭორსაც წერტილი დაესვა. 
დღეს კი რობი დაუბრუნდა ჯგუფს და შექმნა მორიგი ჰიტი . აი სწორედ ამ ჰიტით გავაცილოთ Super Robbie!  


  წყარო

Sunday, April 3, 2011


მალდინის გაცილებასთან დაკავშირებით

Thursday, March 31, 2011

ამ კვირის ოთხეული

ამ კვირაში წარმოგიდგენთ ოთხ  გამორჩეულ პიროვნებას. შეპირებისამებრ ისევ რჩება ძალაში მომღერალი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი და მსახიობი.

1) რობი ვილიამსი, ცნობილი ინგლისელი მომღერალი. 







2)ნიკოლა ლეგროტალიე. იტალიელი ფეხბურთელი 






3) მუამარ კადაფი. ლიბიის მმართველი 










4) ჯიმ ქერი. კანადელ–ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი 

Monday, March 28, 2011

მონიკა ბელუჩი

 მონიკა ბელუჩი (იტალ. Monica Anna Maria Bellucci; დ. 30 სექტემბერი 1964,[1] ჩიტა-დი-კასტელო) — იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი. უბრალოდ ულამაზესი, უნაზესი და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ზებუნებრივი სილამაზის პატრონი.

მონიკა ბიოგრაფია

მონიკა ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში. მამამისი ლუიჯი ბელუჩი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში იყო ჩართული, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი - პროფესიით მხატვარი იყო.
1986 წელს ბელუჩი ჩაირიცხა პერუჯის უნივერსიტეტში იურისპრუდენციის ფაკულტეტზე. სწავლის ფული რომ ეშოვა 16 წლის ასაკიდან იგი Liceo Classico-სთან მუშაობდა მოდელად. სამოდელო ცხოვრებით ბელუჩი მეტად დაინტერესდა. ამიერიდან მან საბოლოოდ აიღო ხელი იურისტობაზე.
1988 წელს მონიკა ბელუჩი საცხოვრებლად გადადის ქალაქ მილანში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან. 1989 წელს ბელუჩი როგორც მოდელი განთქმულ იყო პარიზსა და ნიუ-იორკში. ამ დროისთვის იგი პოზიორობდა ისეთი ცნობილ მოდის სახლთან როგორიცაა Dolce & Gabbana. ამასთანავე თანამშრომლობდა ცნობილ მოდის საერთაშორისო ჟურნალთან ELLE. 
2000 წლის შემდეგ ბელუჩის ფოტოსურათები დაიბეჭდა სხვადასხვა პრესტიჟულ ჟურნალებში. ამ პერიოდისათვის მან ბრწყინვალე შედეგებს მიაღწია მოდის სფეროში, თუმცა იგი ამით არ კმაყოფილდება. მან გადაწყვიტა კინოში მოესინჯა თავი. საბოლოოდ სწორედ მოდელის კარიერამ მოიყვანა ის კინოში. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა როგორც პროფესიონალ მოდელს, ამიტომ მას სულაც არ უჭირდა კამერის წინ თავისუფლად მოძრაობა და სხვადასხვა სცენების გათამაშება.

კარიერა

მას დაახლოებით 50 მდე როლი აქვს შესრულებული და ყველა ფილმს საოცარ სილამაზეს მატებდა და მატებს. აი გასაოცარი პოპულარობა მოუტანა ჯუზეპე ტორნატორეს მალენამ . ეს არის ლეგენდარული ფილმი, სადაც ებრძვიან სილამაზეს და რა გასაკვირია , რომ სილამაზეს ბელუჩი ასრულებს J. ამ ფილმში მკაფიოდ გამოვლინდა ბელუჩის როგორც მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი. 2001 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა კრისტოფერ განსმა გადაიღო თავის ცნობილი მძაფრ-სიუჟეტიან მისტიკური ფილმი - «მგლის საძმო», სადაც ბელუჩისთან ერთად ითამაშა მისმა მეუღლემ ვენსან კასელმა. ერთ წელიწადში მონიკამ მიიღო როლი ისეთ ცნობილ ფილმში როგორიცაა - «ასტერიქსი და ობელიქსი-მისია კლეოპატრა», რომელიც იქცა საფრანგეთის ყველაზე უხვშემოსავლიან ფილმად.
ამავე წელს გამოდის გახმაურებული ფილმი «გარდაუვალობა», სადაც ბელუჩის ისევ და ისევ მის მეუღლესთან მოუწია თამაში. ფილმი რთული საყურებელი გამოდგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბელუჩის პერსონაჟს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში სასტიკად აუპატიურებენ . აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის პრემიერაზე მაყურებელთა უმრავლესობამ დარბაზი დატოვა პროტესტის ნიშნით (რაც გამოწვეული იყო მრავალრიცხოვანი ამაზრზენი სცენებით).
მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ფილმი «მზის ცრემლები», სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰოლივუდის სუპერვარსკვლავმა ბრიუს უილისმა. შემდეგ იყო ისეთი ფილმები როგორებიცაა : «ქრისტეს ვნებანი», «შაითანი», «დახვრიტე ისინი», «უკან არ მოიხედო» და .

ოჯახი

მონიკა ორჯერ არის განათხოვარი. მეორე ქორწინება პირველისგან განსხვავებით წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი მეუღლე ასევე ცნობილი მსახიობი ვენსან კასელია . მისგან კი 2 შვილი ჰყავს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.


ბოლოს კი მალენას ტრეილერს დავდებ. იმედია დაგაინტერესებთ და ნახავთ.

სილვიო ბერლუსკონი


 სილვიო ბერლუსკონი (ტალ. Silvio Berlusconi) (დ.29 სექტემბერი 1936, მილანი) — ტალიელი პოლიტიკოსი.იტალიის პრემიერ მინისტრი 2008 წლიდან, ასევე პრემიერ-მინისტრი იყო 1994-95 და 2001-06 წლებში.
ბერლუსკონი არის იტალიის უმდიდრესი ადამიანი, იგი ფლობს სამ იტალიური ტელეარხს, იტალიის უდიდეს საგამომცემლო სახლს, ასევე 1986 წლიდან არის საფეხბურთო კლუბ მილანის მფლობელი და პრეზიდენტი. ჟურნალ ფობსის ინფორმაციით2007 წელს მისი აქტივები შეფასებილია 11 მილიარდ დოლარად.
სილვიო ბერლუსკონისთან მიმართებაში არ არსებობს ერთგვაროვანი დამოკიდებულება. მოკლედ მას ნეიტრალურად ვერ შეხედავ ან უნდა გეზიზღებოდეს ან გიყვარდეს. ეს ალბათ იმის ბრალია რომ იტალია ქვეყანა სადაც პრაქტიკულად პატიოსნად ბიზნეს ვერ წამოიწყებ თუ არ გყავს ,,პატრონი'' და ეს პატრონი განსაკუთრებული ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს. ამიტომაც სილვიო ბერლუსკონი, რომელიც შეიძლება ითქვას რომ ანგრევს და სპობს ე.წ მაფიოზებს და ამავდროულად იგივეს აკეთებს თავად. 
ბერლუსკონი ღარიბ ოჯახში გაიზარდა. დონ სილვიო იტალიური საფეხბურთო ბიზნესის ბოსთა შორის თეთრ ყვავად შეგვიძლია მივიჩნიოთ. “იუვენტუსისა” და “ინტერის” მეპატრონე, ჯიბესქელი კოლეგებისაგან განსხვავებით სილვიომ კაპიტალი თავისით შექმნა. ამიტომაც არის, რომ შთამომავლობითი მაგნატები ბერლუსკონის დღემდე ამრეზით უყურებენ. 
იგი ფლობს ტელეარხებს ,,რაი''–ს და ითვლება უმსხვილეს ტელემაგნატად. იზნესში წარმატებების შემდე, 90-იანი წლების დასაწყისში სილვიომ პოლოტიკაში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა. მან გენიალური სვლა გააკეთა და ფან-კლუბების ქსელი “FORZA MILAN!” პოლიტიკურ ორგანიზაციად აქცია. ამ მოძრაობამ 1994 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ბერლუსკონი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. მეორედ მან ეს პოსტი 2001 წელს დაიკავა, თუმცა 2006 წელს იგი არჩევნებში დამარცხდა და მოუწია პრემიერ-მინისტრის სავარძელს გამოთხოვებოდა. ბერლუსკონის არაკეთილმოსურნეებიც მრავლად ჰყავდა. მისი განსაკუთრებით მოწინააღმდეგე ძალები მემარცხენე ძალები იყვნენ. თავიდან დონ სილვიოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მარქსის მიმდევრების მოსვლას არაფრის დიდებით დაუშვებდა. ქვეყანაში, სადაც სუფთა ბიზნესი პრაქტიკულად არ არსებობს, მრავალმილიარდიანი ქონების პატრონთან შეკითხვები ყოველთვის ექნებათ. მით უმეტეს, თუ ეს კაპიტალი ერთი ადამიანის მიერაა მოგროვებული. კორუფციაში დადანაშაულებას ვერც ბერლუსკონი გადაურჩა - ოპოზიციის ინიციატივით, ბერლუსკონის მიერ 1991 წელს აქციების კანონიერად შეძენასთან დაკავშირებით, 2000 წელს სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც 2005 წელს დასრულდა. სასამართლომ ბერლუსკონი გაამართლა და ყველა ბრალდება მოუხსნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დონ სილვიომ “მილანის” პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მაგრამ ცხადია “როსონერი” კვლავ მისი საკუთრებაა. სილვიომ თმა გადაინერგა, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და როგორც თავად ამბობს, თავს 25 წლის ახალგაზრდასავით გრძნობს.
და კიდევ ერთი ყველაზე საიტერესო ფაქტი. იგი მუდმივად ეხვევა სექსუალურ სკანდალებში. მას მუდმივად უწევს სასამართლოში თავის მართლება. 
მუდმივად იქნება საუბარი არის თუ არა სილვიო ძლიერი მმართველი. ერთი ცხადია იგი მართლაც რომ ძლიერი პოლიტიკოსია ალბათ გახსოვთ ერთი ზამთავი რუსეთმა ევროპა გაზის გარეშე რომ დატოვა . აი მაშინ იტალიას გაზი ჰქონდა და ვისი დამსახურებააა თუ დონ სილვიოსი არა? :)
დონ მაფიოზის რეზიდენცია მილანსია :))



View Larger Map



წყარო

Thursday, March 24, 2011

პაოლო მალდინი (Paolo Maldini)

პაოლო მალდინი (Paolo Maldini)
 ,,რატომ პაოლო?– იმიტომ რომ საუკეთესოა საუკეთესოთა შორის.’’– კაიზერ ფრანცი.
რაული: ,,მთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად მალდინის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა’’
კარლო ანჩელოტი: ,,პაოლოს დარი ფეხბურთელის ყოლა მოედანზე უკვე უპირატესობად მიმაჩნია. მისი პროფესიონალიზმი შეუფასებელია’’
–ალბათ მასზე გამონათქვამების მოძიება და ნახვა უსასრულოდ შეიძლება. ამიტომაც მხოლოდ ამ სამი ადამიანის შეფასებით შემოვიფარგლები.  ახლა გადავხედოთ პაოლოს ცხოვრებას და მის ფანტასტიურ კარიერას.
პაოლო მალდინი დაიბადა 1968 წლის 26 ივნისს, რა გასაკვირია რომ მილანში J. მისი მამა ჩეზარე ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი იყო, მილანის კაპიტანი და იტალიის ნაკრების უცვლელი წევრი. ამიტომაც გასაკვირი არ იყო რომ მის შვილსაც მოუნდა ფეხბურთელობა. ამიტომაც იგი მიიყვანეს მილანის აკადემიაში , სადაც 10 წელი გაატარა და 16 წლის მალდინი უკვე პირველ გუნდში გადაიყვანეს.
იმ დროს მილანში სილვიო ბერლუსკონის ეპოქა იდგამდა ფეხს და მილანსაც ახალი გამოწვევები და მიზნები ჰქონდა , რა თქმა უნდა უფრო ამბიციური. ამიტომაც დონ სილვიომ უამრავი სუპერვარსკვლავი შეიძინა და გუნდში სამუშაოდ არიგო საკი მიიწვია და წარმატებაც არ დაახანა. 1987–1988 წელს სკუდეტო , ხოლო მომდევნო სეზონში ახალგაზრდა პაოლომ და მილანმა ჩემპიონთა თასი , ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასიც მოიპოვეს. ეს კი პაოლოს დიადი კარიერის მხოლოდ დასაწყისი იყო.                             შემდგომ არიგო საკიმ  დატოვა პოსტი, რადგანაც იტალიის ნაკრებში უხმეს გუნდს ფაბიო კაპელო ჩაუდგა სათავეში და საკის მფრინავი მილანიდან შექმნა უძლეველი მილანი. ფაბიო კაპელომ მილანში ჩანაფიქრის ასი პროცენტით განხორციელება შეძლო, გუნდის დაცვა კი სალ კლდედ აქცია. ფრანკო ბარეზის, პაოლო მალდინის, ალესანდრო კოსტაკურტასა და მაურო ტასოტის დაცვის ოთხეული თამამად შეგვძლია მივიჩნიოთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო დაცვად. კაპელოსთან ერთად პაოლომ მოიგო 2 ჩემპიონთა თასი , 4 სკუდეტო და ორი ევროპის სუპერთასი. ფეხბურთის ისტორიაში პირველად 1994 წელს "უორლდ სოკერმა" მცველი მალდინი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 
ასეთი საოცარი ტიტულების შემდეგ მილანში თაობათა ცვლა დაიწყო . გუნდი ვერა და ვერ ახერხებდა წარმატების მოპოვებას. კაპელო გუნდიდან წავიდა და მილანი ვეღარ ახერხებდა ტიტულების მოგებას. თუმცა იმ დროისთვის უკვე კაპიტან პაოლოს კლუბის დატოვება არც უფიქრია. 1996 წელს გუნდი ძაკერონიმ ჩაიბარა, რომელმაც პაოლოს საშუალება მისცა დაცვასა და შეტევაზე ერთნაირად ეფიქრა. იმ წელს მალდინიმ არაერთი საგოლე პასი მიითვალა და გოლების გატანაც მოახერხა. სეზონის მეორე ნახევარში მილანმა წაუგებელი მატჩების სერია დაიწყო და საბოლოოდ ჩემპიონატის მოგებაც შეძლო. მალდინისთვის ეს უკვე მეხუთე სკუდეტო იყო.
ამის შემდგომ ფეხბურთს თავი ფრანკო ბარეზიმ დაანება და მილანის კაპიტანი ყველასათვის მოსალოდნელად პაოლო მალდინი გახდა . უკვე მეორე მალდინების ოჯახიდან და ვინ იცის შეიძლება არა უკანასკნელიც. აი აქ კი მილანში მართლაც სხვა ეპოქა შეიქმნა. გუნდი ჩაიბარა ექს მილანელმა კარლო ანჩელოტიმ . გუნდში მოვიდნენ ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა, კლარენს ზეედორფი, კახა კალაძე და მრავალი სხვა. შედეგმა არც ახლა დაახანა და პაოლომ თავისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული კაპიტნის რანგში 2002–2003 წლის გათამაშებაში დაიმსახურა დაამარცხა რა იტალიური იუვენტუსი. შემდეგ წელს სკუდეტოც აღმართა. 2005 წელს მან ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუტანა ლივერპულს , მაგრამ ეს ვერაფერი დიდი ნუგეში. მილანმა მოგებული ტიტული გადაულოცა ლივერპულს. მაგრამ დადგა 2007 წელი და რევანში შედგა. 2:1 ფილიპო ინძაგის დუბლის წყალობით მილანმა ლიგა კიდევ ერთხელ მოიგო. მალდინისთვის კი ეს იყო 5 ლიგა . ასეთი შედეგით ვერავინ დაიკვეხნის. 
2009 წელს მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა. წავიდა ნამდვილად ძალიან ამაყად. მან საუკუნის მეოთხედი მილანს შესწირა და 25 დაუვიწყარი სეზონი აჩუქა ფეხბურთის გურმანებს. კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება და ამიერიდან სამნომრიანი მაისურით აღარავინ იასპარეზებს. ამ ნომერს მიიღებს მხოლოდ პაოლოს შვილი თუ ის მილანში დაიწყებს თამაშს.
სამწუხაროა, რომ მალდინიმ ვერ მოახერხა ნაკრებთან ერთად ანალოგიური წარმატების მიღწევა. მან მხოლოდ ვერცხლის მედლები მიიღო. მას ნაკრებში 126 თამაში აქვს ჩატარებული და ეს იყო რეკორდი სანამ კანავარომ არ გააუმჯობესა. 
ფაქტი ერთია პაოლო მალდინი არის ადამიანი, რომელიც ყველასათვის მისაბაძია და ალბათ წარმოუდგენლად ჩანს როცა ადამიანი 25 წელი მუხლმოუხრელად  შრომობ. Forza Paolo!!!





View Larger Map მალდინები მოდგმით მილანჩი ცოვრობენ :")))


წყარო

Wednesday, March 23, 2011

სტივენ ტაილერი (Steven Tyler)


Steven Tyler (დაიბადა Steven Victor Tallarico; March 26, 1948) არის ამერიკელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი ინსტრუმენტალისტი, ვოკალისტი და ბოსტონური როკ ბენდ აეროსმიტის ლიდერი, აეროსმიტში იგი ასევე უკრავს გარმონზე, პიანო–ფორტეზე და დასარტყამებზე. მისი ზედმეტსახელია ,,ყვირილის ეშმაკი’’ და ასევე ცნობილია როგორც ერთ–ერთი ყველაზე ენერგიული და შეუჩერებელი მომღერალი კონცერტის დროს. თავის კონცერტებზე თუ პერფორმანსების შესრულების დროს ის იცვამს ყოველთვის ელეგანტურად და კაშკაშად . ფერადი სამოსები , უამრავი კაშნეები , ორიგინალური ქუდები ეს მეფე სტივენის სტილია.  
1970 წელს ტაილერი გახდა აეროსმიტის ვოკალისტი ,  სწორედ მათთან ერთად გამოუშვა მძიმე როკის ალბომები როგორებიცაა: სათამაშოები სხვენში (Toys in the Attic) , კლდეები (Rocks).  1970 წლების ბოლოს და 1980 წლების დასაწყისში ტაილერი მუდმივად მოიხმარდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და როკ ბენდის პოპულარობამაც იკლო.  1986 მან გაიარა რეაბილიტაციის კურსი და აგერ 20 წელზე მეტია წამალს არ გაკარებია , გარდა 2000 წელს როდესაც ის იყუჩებდა ტკივილებს, ხოლო 2009 წელს წარმატებით გაიკეთა ოპერაცია და ტკივილები საბოლოოდ გაუქრა. აეროსმიტში ჩაგდებული წლების შემდეგ , ტაილერი დაბრუნდა 1980 წლების და 1990ის მიჯნაზე და ზედიზედ , მიყოლებით 3 ალბომი გამოუშვა ერთმანეთზე წარმატებით გაყიდვადი. მუდმივი არდადეგები(Permanent vacation), ტუმბო (Pump) და მიიღეთ გაგებით (Get a Grip). ტაილერი გახდა როკის ხატი და შეუცვლელი ფიგურა როკ სამყაროში. ამის შემდეგ იგი ინტენსიურად ცდილობს სიმღერების სოლოში შესრულებას, ასევე იღებენ რამდენიმე ფილმში, არის სატელევიზიო გადაცემის American Idol–ის ჟიურის წევრი , თუმცა ამასთანავე იგი აგრძელებს მუსიკის ჩაწერებს და ასრულებს სიმღერებს აეროსმიტთან ერთად. იგი უკვე 40 წელზე მეტია ჯგუფის წევრი. იგი ახლახან შევიდა Rolling Stone-ის ყველა დროის 100 საუკეთესო მომღერალს შორის. იგი ასევე 3 ადგილს იკავებს Hit Parader’s Top 100 Metal Vocalists შორის, მას მხოლოდ რობერტ პლანტი(Led Zeppelin) და რობ ჰალფორდი (Black Sabbath) უსწრებენ. მის უკან  ისეთი მომღერლები არიან როგორებიცაა  ფრედი მერკური , მიკ  ჯაგერი, ოზი ოზბორნი, კურტ კობეინი და მრავალი სხვა.

ადრეული ასაკი 1948–1969

სტივენ ვიქტორ ტალარისო დაიბადა ბუღალტერისა და კლასიკური მუსიკოსის ოჯახში. მისი მამა წარმოშობით იყო იტალო–გერმანელი , დედა პოლონელ, რუს , ინგლისელი. სტივენი აღნიშნავს რომ იგი გაიზარდა მამის პიანინოს მუსიკის თანხლებით, სწორედ აქედან მოყოლებული აჟრიალებს ჟღერადი მუსიკის გაგონებაზე. სტივენი მხოლოდ 16 იყო როდესაც პირველი ბენდი შექმნა ჯაჭვური რეაქცია(Chain Reaction), სადაც იგი იყო დრამერი , შემდეგ კი ვოკალისტი. იგი გარიცხეს უმაღლესი სასწავლებლიდან ნარკოტიკების მოხმარებისთვის. მან წარმატებით დაამთავრა ლეონარდ ქუინტანოს ახალგაზრდა პროფესიონალების სკოლა 1967 წელს.

კარიერა

აეროსმიტის შექმნა და წარმატება (1970–1978)
სანამ აეროსმიტი შეიქმნებოდა სტივენმა დაწერა სიმღერა Dream on, შემდგომში ბენდის ბრენდად იქცა . 1969წელს იგი იმყოფებოდა როკის სიმპოზიუმზე , სადაც შეხვდა თავის მომავალ პარტნიორებს Joe Perry and Tom Hamilton. ამის შემდეგ მათ დაიმატეს ტაილერის ბავშვობის მეგობარი Joey Kramer მეორე გიტარისტად. შემდგომ ისინი დასახლდნენ ბოსტონში და იქირავეს პატარა ბინა , სადაც წერდნენ სიმღერებსა თუ მუსიკას.
ბოსტონური კლუბების შემდეგ აეროსმიტი აღმოაჩინა ცნობილმა პროდიუსერმა და მენეჯერმა Steve Leber-მა რომელმაც განაცხადა რომ ასე ერთ მუშტად შეკრული ჯგუფი არ უნახავს. 1971 წელს ნიუ–იორკის ლეგენდარულ ღამის კლუბში შეასრულეს თავიანთი პერფორმანსები და აღფრთოვანებაში მოიყვანეს იქ მყოფი ხალხი. 1971 წელს კონტრაქტი დადეს კოლუმბია რეკორდსთან და 1973 წელს გამოუშვეს პირველი ალბომი , ხოლო ერთ წელში მეორეც: აიღეთ თქვენი ფრთები (Get Your Wings). ამავე დროს აეროსმიტი აგრძელებდა ტურნეს იქ სადაც ხელი მიუწვდებოდათ. მათი პირველი ჰიტი იყო Dream on , რომელმაც 1973 წელს დაიკავა N59. ამის შემდეგ კიდევ ორი ალბომი და აეროსმიტმა მიაღწია დიდების ოლიმპოს . მათი ჰიტები მუდმივად იკავებდნენ ამერიკულ ჰიტ აღლუმებში მაღალ პოზიციებს.

აეროსმიტის რეიტინგის დაცემა

რეიტინგის დაცემის მიზეზი იყო ტურნეები, ჩაწერები, ერთად ცხოვრება და ნარკოტიკების მოხმარება. პერი და ტაილერი იწოდნენ ტოქსიკურ ტყუპებად, რადგანაც უზომოდ ბევრ ჰეროინს ეწეოდნენ და ეს მათ არ თიშავდათ. ამის შემდეგ მათ მოუვიდათ კამათი და პერიმ თავისი ჯგუფი შექმნა . ტაილერმა აეროსმიტში ახალი პარტნიორი კრესპო მიიღო და გამოუშვა ალბომი: როკი მძიმე ადგილას (Rock in a Hard Place). ტაილერის ნარკომანობა უკვე ამაზრზენი და პრობლემატური ხდებოდა 1980იან წლებში.

დაბრუნება და კათარზისი

1984 წლის 14 თებერვალს ტაილერმა დაურეკა პერის რათა დაბრუნებულიყო ჯგუფში და იგიც უყოყმანოდ დათანხმდა . ისევ იქცა აეროსმიტის N1 გიტარისტად. ბენდის წევრები განაგრძობდნენ ნარკოტიკების მოხმარებას და ერთ კონცერტზე ილინოისის შტატში ტაილერი სცენიდან გადავარდა . ამის შემდეგ კი სტივენმა ჩაიტარა სრული რეაბილიტაციის კურსი და განთავისუფლდა ნარკოტიკებისაგან. ამან ჯაჭვური რეაქცია მოახდინა და აეროსმიტის ყველა წევრმა გაიარა ანალოგიური კურსი. 1986 წელს ამერიკაში მათ როკის ანგელოზები უწოდეს , რადგანაც არა ნარკომანი როკერები უიშვიათესი შემთხვევა იყო.

საოცარი განწმენდა და სუპერვარსკვლავად ყოფნა 1986–1999

აეროსმიტის აღორძინება დაიწყო მას შემდეგ რაც სტივენი და პერი შეხვდნენ  Run–D.M.C ჰიპ–ჰოპის ჯგუფს და აეროსმიტის ,,Walk This Way’’–ის სინგლი 1986 წელს მოიცავდა კომბინირებულ ელემენტებს რეპისა და როკის. ამით მათ პირველებმა დაარღვიეს ბარიერი ამ ორ ჟანრს შორის და რეპი შევიდა მათ რეპერტუარში, რათა ახალგაზრდა თაობისათვის გაეცნოთ თავიანთი ჯგუფი. ამ ჰიტმა დაიკავა N4 ჩატებში . ეს იყო მანიშნებელი იმისა რომ აეროსმიტი დაბრუნდა წარმატებულად.  1987 წელს გამოვიდა მორიგი ალბომი პერმანენტული არდადეგები. ამ ალბომმა მიიღო  პლატინის ჯილდო, რადგანაც 20 საუკეთესო სიმღერებს შორის 3 ამ ალბომის და ამ ჯგუფის შემოქმედება იყო.( ("Dude (Looks Like a Lady)", "Angel", and "Rag Doll").
ასეთი წარმატების შემდგეგ MTV მუდმივად ატრიალებდა მათ შემოქმედებებს და ტაილერის სახელი უკვე სუპერვარსკვლავს ნიშნავდა. იგი ერთ სკეტჩში გადაიღეს შაბათის შოუს 1990 წელს და ის მომენტი ითვლება ამერიკული შაბათის შოუების ყველა დროის საუკეთესო მომენტად. სტივ ტაილერი ერთ–ერთი პირველია , რომლის პროტოტიპიც შექმნეს სიმსონების ერთ სერიაში. იმავე 1990 წელს ჯგუფმა მიიღო $30მილიონი ჩანაწერების გაყიდვით. 15 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა მხოლოდ 4 სინგლის. (Livin' on the Edge", "Cryin'", "Amazing", "Crazy").  აეროსმიტმა მიიღო ყველაზე მეტი ჯილდო იმ დროს . ორი გრემი, 4 MTV Video Music Awards, two American Music Awards, a People's Choice award, and a Billboard Award. ბენდი კიდევ უფრო ცნობილი გახდა თავისი ვიდეოებით , რომელიც ნადვილად ყველაზე ორიგინალური და საინტერესო სანახავია.
სტივენ ტაილერის ყველაზე ცხელი ჰიტი და პოპულარული გამოვიდა 1998 წელს I Don't Want to Miss a Thing , რომელიც ლეგენდარული ფილმის არმაგედონის საუნდ–ტრეკად იქცა და სწორედ აქედან გახდა მთელს მსოფლიოში ცნობილი. ცნობისათვის ამ ფილმში მთავარ როლს მისი ქალიშვილი ლივ ტაილერი ასრულებს.

წარმატებისა და ტურნეების გაგრძელება 2000–2008

2001 წელს მან გამოუშვა ახალი ალბომი Just Push Play, რომელიც გახდა Top 10 hit–ის 7 ადგილოსანი. 2001 წლიდან 2008 წლის ჩათვლით აეროსმიტი აწყობდა ტურნეებს , მათ შორის მათ კონცერტი ჰქონდათ 11 სექტემბრის თავდასხმის დროსაც ვაშინგტონში და სტივენი აფრიალებდა ამერიკის დროშას. 2008 წელს მან Dream on და Sweet emotion–ის ახლებური ვარიანტი შექმნა ორკესტრთან ერთად. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ არ ყოფილა აეროსმიტის კონცერტი სადაც თუნდაც ერთი თავისუფალი ადგილი ყოფილიყოს.

დღევანდელი სიტუაცია

დღეს სტივენ ტაილერი არის ამერიკული სატელევიზიო პროექტის American Idol-ის ჟიური. ასევე დაკავებულია აეროსმიტთან ერთად ახალი სიმღერების დაწერითა და შესრულებით. იგი მუშაობს ავტობიოგრაფიულ წიგნზე,, Does the Noise in My Head Bother You?’’, რომელიც მაისში გამოვა .

ჯილდოები აეროსმიტთან ერთად

79
45
417
11
1021
11
22
26
1



ბოლოს კი მისი მთავარი ჰიტის ლირიკა. შეგიძლიათ თავად შეასრულოთ სახლში :))




წყარო